GWP-ის ქსელი დაზიანდა - ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის ნაწილს ხვალ დილამდე წყალი არ ექნება

ისნის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა, რის გამოც დღეს, 13:00 საათიდან 14 თებერვლის დილის 08:00 საათამდე ნაძალადევის, ისნის და ჩუღურეთის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან და ფარულ დაზიანებას ეძებენ.

ნაძალადევის რაიონში წყალი ხვალ დილამდე შეუწყდა თოდრიას, ბეჟანიშვილის, ლოტკინის მთის, ხუდადოვის და მიმდებარე ქუჩებს;

ჩუღურეთის რაიონში - 9 ძმის, ნორიოს და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში - ივერთუბნის, ნიაბის, იორის და მიმდებარე ქუჩებს; ვაზისუბნის I-III მ/რ-ებს.

კომენტარები