ვეფხვი

ტეხასში მარიხუანის მწეველმა მიტოვებულ სახლში ვეფხვი იპოვა

პიროვნებას, რომელიც მიტოვებულ სახლში მეგობრებთან ერთად მარიხუანის მოსაწევად შევიდა, ვეფხვი დახვდა.

ჰიუსტონის პოლიციამ განაცხადა, რომ როცა მათ ამბავი შეატყობინეს, იფიქრეს, რომ დამრეკავს ჰალუცინაციები ჰქონდა. მაგრამ როცა შემთხვევის ადგილას მივიდნენ, მართლაც იპოვეს დიდი ვეფხვი, რომელიც გარაჟში გალიაში იყო ჩაკეტილი.

გალიის მახლობლად ხორცის რამდენიმე ნაჭერი იყო დატოვებული, თუმცა არ იყო სხვა ნიშანი, რომ სახლში ვინმე ცხოვრობდა. ოფიცრებმა ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ გამოიძიებენ, თუ როგორ მოხვდა ვეფხვი აქ. 

მათი თქმით, აღელვებული მოქალაქე რომელმაც პირველად დაინახა ვეფხვი, არ ცხოვრობდა ამ სახლში და შიგნით შესვლას მარიხუანის მოსაწევად ცდილობდა. 

"ჩვენ დავკითხეთ ისინი, რათა გაგვერკვია, იყვნენ თუ არა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ თუ მართლა დაინახეს ვეფხვი." - განაცხადა ჰიუსტონის პოლიციის უფროსმა. 

ვეფხვს ტრანკვილიზატორი გაუკეთეს და ტეხასშის ერთ-ერთ თავშესაფარში გადაჰყავთ. ვეფხვები სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში ბინადრობენ. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის თანახმად მსოფლიოში დარჩენილია 4 000-ზე ნაკლები ვეფხვი. 

კომენტარები