მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ივანიშვილს: ალტერნატიული მთავრობა მიგიჩენს ადგილს ზებრების გვერდზე გალიაში

აბა, ივანიშვილო, დარაზმე შენი ქალები, 500-500 ევროს რომ ურიგებდი და გამოაგზავნე კიდევ სუს-ის მოჭიდავეები. იტალიაში მოვუვლით მაგ ხალხს სათანადოდ. უკვე გვაქვს გამოცდილება, რა ავადმყოფებთან გვაქვს საქმე. წინასწარ სულ ხელბორკილდადებულს ჩავაბარებთ იტალიის პოლიციას ყველას, ვინც შეცდება მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას. ამჯერად ბარდაგს იქ არ მოგაწყობინებთ ნამდვილად და მალე საქართველოშიც აღვკვეთავთ თქვენ ბარდაგს და თქვენს თარეშს, გესმის ბორია?! კარგად მომისმინე, რასაც ვამბობ. ალტერნატიული მთავრობა ის კი არ არის, რომ დიდხანს იყოს ალტერნატივა. ალტერნატიული მთავრობა არის ის, რაც მოვა საქართველოში და შენ მიგიჩენს შენს ადგილს ზებრების გვერდზე გალიაში, ამის გარანტიას გაძლევ და საქართველოს მისცემს განვითარების გზას

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ემიგრანტების მორიგი შეკრება 3 მარტს, იტალიაში გაიმართება.

კომენტარები