მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 2012-ის არჩევნების შემდეგ მოვიდა ივანიშვილი, დაბოღმილი, ვუთხარი - გაიღიმე ცოტა

იქით მხარეს არის ბოღმა და რით ვეღარ დაწყნარდა ეს ხალხი. 2012 წლის არჩევნებამდე დაბოღმილები იყვნენ. არჩევნები მოიგეს, ჩემთან მოვიდა ივანიშვილი. ისეთი დაბოღმილი იყო გეგონება, იმ დღეს მოუკვდა ყველა ნათესავი მსოფლიოში. ვუთხარი, გაიღიმე ცოტა. ვიფიქრე, რომ შოკშია, არ მოელოდა. გავიხედე, ყველა მისი მომხრე ესეთივე დაბოღმილია. 

მოიგეს შემდეგი არჩევნები, კიდევ უფრო დაიბოღმნენ. გააყალბეს არჩევნები, კიდევ დაიბოღმნენ. იქით არის ბოღმა, აქეთ არის ინტელექტუალი ადამიანების განათებული სახეები. იქით არის მუდმივად წარსულზე აპელირება, თუმცა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებული ემიგრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები