მიხეილ სააკაშვილი

ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტი მხარდამჭერების შეკრება უნდა დაიწყოს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

როგორც აღმოჩნდა, აქ არა მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები, არამედ მოწინააღმდეგეებიც ჩავიდნენ. მათ თან ჰქონდათ პლაკატი წარწერით "რა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელიც თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული.

მოწინააღმდეგეებს მხარდამჭერებმა დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ემიგრანტები იკრიბებიან. 

ისინი ლიეჟში ევროპის მრავალი ქვეყნიდან ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა ემიგრანტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მზად არიან, ეს სააკაშვილთან ერთად გააკეთონ. 

ბელგიაში იმყოფება ექსპრეზიდენტის ოჯახიც. 

"ძალიან დიდი შეხვედრა იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს. კონკრეტული გეგმებიც იქნება გამოთქმული. ეს მიშას საკითხია, ამ გეგმებზე ეს მე არ მეხება. მე უბრალოდ ჩამოვედი როგორც ოჯახის წევრი და ჩემი დედამთილიც აქ არის. მთელი ღამე ვიარეთ და მოვემზადები ახლა შეხვედრისათვის. მე ალბათ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი", --თქვა სანდრა რულოვსმა რუსთავი 2-თან. 

თავად სააკაშვილი შეკრებას "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას უწოდებს". 

კომენტარები