გირჩი

გირჩი ზურაბ ჯაფარიძის პირადობის ძველ მოწმობას აუქციონზე გაყიდის

პოლიტიკური პარტია გირჩი ოფისს იცვლის და ძველ ოფისთან გამოსამშვიდობებელ აუქციონს მართავს. მათივე ინფორმაციით, აუქციონზე "გირჩის ცხოვრება-მოღვაწეობიდან ისტორიულ ნივთებს" გაყიდიან. მათ შორის ზურა ჯაფარიძის პირადობის ძველ მოწმობას, სადაც მას ზურაბ ჯაფარიძე ჰქვია და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

გასაყიდ ნივთებს შორის იქნება: მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი, მასხარას ჩაჩი, რომელსაც საკუთარი ნებით იხურავდა თავზე ყველაზე უგვანო ხუმრობის ყველა ავტორი და ა.შ.

აუქციონზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები