მე პირადად ბევრი შეკითხვა დამრჩა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როგორ ვაპირებთ, რომ გავაუმჯობესოთ ან საშუალო განათლების ხარისხი ან უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ დამეთანხმებით, რომ ეს არის ერთერთი მთავარი პრობლემა. დღეს ჩვენ საერთაშორისო შეფასებებით გვაქვს ქვეყანაში უკვე გამოწვევა წერა-კითხვის ცოდნაც კი, პიზას შეფასებებს ვგულისხმობ. ასევე, ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ყველა ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს იმას, რომ დიპლომი აიღოს. როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი, როგორც წესი, ვერ იღებს დიპლომს. შედეგად, ჩვენ გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები და ეს, რა თქმა უნდა, ქმნის იმ პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას ასეთი უვიცი, დიპლომირებული საზოგადოების პირობებში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სამადაშვილი: გვყავს მრავალდიპლომიანი, უვიცი ადამიანები, სიღარიბეს დიდხანს ვერ დავძლევთ
tbl.ge/3gox
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის, სიტყვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




