რამაზ ნიკოლაიშვილი

დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ნიკოლაიშვილმაც მონაწილეობა მიიღო, აშშ-ს სენატში გამართულ ფორუმში - "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები და ბრძოლა რეგიონში რუსეთის ქმედების წინააღმდეგ".

ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონში ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის იმპლემენტაციას და პარტნიორობის გაღრმავებას. ნიკოლაიშვილმა ფორუმში მონაწილეობა სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოწვევით მიიღო. ფორუმს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები, ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. ფორუმის ფარგლებში, რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის ალბანეთის
პრეზიდენტს ესაუბრა.

კომენტარები