ფრე

2019 წლის პირველი "ელ კლასიკოს" საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

კოპა დელ რეის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა “ბარსელონასა” და “რეალის” წყვილში.

“კამპ ნოუზე” შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში უპირატესობას “სამეფო კლუბი” ფლობდა. ანგარიშიც რეალმა გახსნა – მეექვსე წუთზე ბარსელონას მცველები შეცდნენ და ქარიმ ბენზემას პასით ლუკას ვასკესმა გაიტანა. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა კატალონიელებსაც შეეძლოთ, მაგრამ ივან რაკიტიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

ბარსამ ანგარიში 57-ე წუთზე გაათანაბრა - როცა ლუის სუარესის დარტყმას მალკომმა ზუსტად დაამატა. მოედანზე გამოჩნდა ტრავმამოშუშებული ლიონელ მესი, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში აღაფერი შეცვლილა.

განმეორებითი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 27 თებერვალს გაიმართება.

 

კომენტარები