კარლ მარქსი

ლონდონის ჰაიგეითის სასაფლაოზე უცნობმა პირმა კარლ მარქსის საფლავის ქვა ჩაქუჩით დააზიანა

Twitter

ლონდონის ჰაიგეითის სასაფლაოზე უცნობმა პირმა კარლ მარქსის საფლავის ქვა ჩაქუჩით დააზიანა.

მან 1954 წელს აგებულ მონუმენტში ჩაშენებული მარმარილოს ქვიდან, რომელიც მარქსის 1881 წლის საფლავის ორიგინალ ქვას წარმოადგენს, სახელის ამოშლა სცადა. უცნობია როდის დააზიანა მან მონუმენტი. ვიზიტორების მიერ გადაღებული სურათების მიხედვით ეს გასულ კვირას, ან უფრო ადრე მოხდა.

მარქსის საფლავს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. ვანდალიზმის აქტი დაგმეს ფონდის წარმომადგენლებმა, რომლებიც სასაფლაოს უვლიან.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით სხვა საფლავის ქვები არ დაუზიანებიათ, რაც იმას მიანიშნებს, რომ ეს "გაურკვეველი სახის პოლიტიკური პროტესტია". მისი თქმით საფლავის ქვის ბოლომდე აღდგენა შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს.

კომენტარები