ვალენტინობის დღე

ავსტრალიის ზოოპარკი გაძლევთ საშუალებას, რომ გველს ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვათ

GETTY IMAGES

ავსტრალიის ზოოპარკის დამთვალიერებლებს შეუძლიათ ჩაერთონ კონკურსში, რომელშიც, გამარჯვების შემთხვევაში, ზოოპარკის ბინადარ, მსოფლიოში ყველაზე შხამიან გველს, თქვენი ყოფილი შეყვარებულის სახელს დაარქმევენ. გამარჯვებულს ასევე გადაეცემა ერთწლიანი აბონიმენტი, რომლითაც გველის მონახულებას შეძლებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმალური შემოწირულობის გაღება, რომელიც ავსტრალიის ველური ბუნების ფონდში ჩაირიცხება. მონაწილეობის მსურველებს ასევე მოუწევთ ახსნან, თუ რატომ უნდა დაერქვას გველს მათი ყოფილის სახელი.

კონკურსში გამარჯვებული ვალენტინობის დღეს გამოცხადდება.

კომენტარები