ქურდობა

ხონში მაღაზიის გაქურდვისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს ხონში, მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები