ჩიკაგოში, უცნობმა კაცმა 70 უსახლკარო ადამიანს ერთი კვირით სასტუმროში ცხოვრება დაუფინანსა.
რამდენიმე დღეა აშშ-ის ზოგიერთ შტატში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება, ამინდის პროგნოზის მიხედვით კი მინიმუმ ორშაბათამდე ტემპერატურა არ გაუმჯობესდება.
ადგილობრივი გამოცემა Chigaco tribune-ის ცნობით, საშინელი სიცივის გამო, უცნობმა კაცმა 70 უსახლკარო ადამიანს სასტუმროში ერთი კვირით ცხოვრება დაუფინანსა, შეთავაზებაზე კი უარი მხოლოდ ერთმა ადამიანმა თქვა.

"უცნობი, არაჩვეულებრივი მოქალაქე აპირებს, რომ უსახლკარო ადამიანები ერთი კვირით სასტუმროში აცხოვროს", - წერს Chigaco Tribune.





