რუსეთი

ნასტია რიბკა: ციხეში უშიშროების აგენტებმა დერიპასკაზე საუბარი ამიკრძალეს

ანასტასია ვაშუკევიჩი
CNN

ბელარუსიელმა მოდელმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა მას ოლიგარქ ოლეგ დერიპასკაზე საუბარი აუკრძალეს.

"ციხეში დამელაპარაკნენ. გარკვევით ამიხსნეს რა უნდა გავაკეთო, რა უნდა ვთქვა და რა არა. აგენტებმა მითხრეს "აღარ შეეხო ოლეგ დერიპასკას."

ანასტასია ვაშუკევიჩი, ასევე ცნობილი როგორც ნასტია რიბკა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას იახტაზე გადაიღო. ანასტასია ყვებოდა, რომ დერიპასკას საყვარელი იყო და მის კორუფციულ გარიგებებს შესწრებია, მათ შორის შეხვედრას ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერთან, პოლ მანაფორტთან და ამის დამადასტურებელი ჩანაწერებიც აქვს. ის შერემეტევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. ამჟამად ის თავისუფალია, თუმცა გადაადგილება შეზღუდული აქვს. ვაშუკევიჩმა დერიპასკას რეპუტაციის შელახვისათვის საჯაროდ ბოდიშიც მოუხადა.

კომენტარები