სიღარიბის დაძლევა

ბახტაძე: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკით, შევძლებთ სიღარიბის შემცირებას

ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, მთავარი აქტივია ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ადამიანები. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დიახ, ჩვენ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, შევძლებთ მოვახერხოთ სიღარიბის შემცირება, მაგრამ საქართველოს ვერასდროს ჩავაყენებთ განვითრებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში, თუ არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლების სექტორში. თუ ვერ გავხდით განათლების სექტორს დომინანტს მთელს ეკონომიკაში. თუ ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთადერთი ურყევი წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებად ჩადგეს განვითრებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" სიტყვით გამოსვლისას თქვა.

კომენტარები