ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლების 29% ინტერნეტს არასდროს იყენებს. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ გახდა ცნობილი.
კითხვას - "რამდენად ხშირად იყენებთ ინტერნეტს?", გამოკითხულები პასუხობენ:
- ყოველ დღე - 54%
- კვირაში ერთხელ მაინც - 9%
- თვეში ერთხელ მაინც - 1%
- უფრო იშვიათად - 6%
- არასდროს - 29%
- არ ვიცი ინტერნეტი რა არის - 1%
ამასთან, ყველაზე ხშირად, კვირაში ერთხელ მაინც, ინტერნეტს თბილისში (81%) და დიდ ქალაქებში (72%) იყენებენ, შემდეგ მოდის პატარა ქალაქები (62%), უმცირესობების დასახლებები (50%) და სოფლები (48).
რაც შეეხება გასულ წლებს, NDI-ის წინა გამოკითხვების მიხედვით, ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ასეთი იყო:
- 2018 წლის ივნისი: 54% ყოველ დღე, 28% არასდროს;
- 2018 წლის მარტი: 51% ყოველ დღე, 31% არასდროს;
- 2017 წლის დეკემბერი: 61% კვირაში ერთხელ მაინც, 36% უფრო იშვიათად;
- 2017 წლის ივნისი: 49% ყოველ დღე, 29% არასდროს;
- 2016 წლის ივნისი: 46% ყოველ დღე, 32% არასდროს;
- 2015 წლის აპრილი: 44% კვირაში რამდენჯერმე, 45% - არ ვიყენებ ინტერნეტს.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.