უკანონო იარაღი

შსს: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, 2 პირი დავაკავეთ

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ქვემო ქართლში ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციითვე, მათგან ერთი წარსულში ნასამართლევი, მეორე კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.  

"1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ა. - მარნეულში,   1992 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. კი რუსთავში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, „იერიხოს“ ტიპის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფ.ა.-ს ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები