შენგენის ზონა

2018 წელს, საქართველოს მოქალაქეებს შესვლაზე ყველაზე მეტი უარი კვიპროსმა და იტალიამ უთხრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი კვიპროსმა და იტალიამ უთხრეს. გასულ წელს კვიპროსის მიმართულებით საქართველოს 11 001 მოქალაქე გაემგზავრა, აქედან 316 ქვეყანაში არ შეუშვეს. რაც შეეხება იტალიას, საქართველოს 55 047 მოქალაქიდან, ქვეყანაში შესვლაზე უარი 341-ს უთხრეს.

მესამე ადგილზეა გერმანია. სადაც საქართველოს 83 068 მოქალაქე წავიდა, თუმცა 271 შენგენის ზონაში არ შეუშვეს. 

მომდევნო ხუთეულში არიან პოლონეთი (გაემგზავრა 28 524, არ შეუშვეს - 186), საფრანგეთი (გაემგზავრა 30 214, არ შეუშვეს 150), საბერძნეთი (გაემგზავრა 41 573, არ შეუშვეს - 147), ესპანეთი (გაემგზავრა 30 622, არ შეუშვეს - 111), უნგრეთი (გაემგზავრა 15 254, არ შეუშვეს - 136).

ლუქსემბურგი და სლოვაკეთია ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არც ერთი უარი არ უთქვამს. ხორვატიამ, ბულგარეთმა და ნორვეგიამ 2018 წლის განმავლობაში საქართველოს 1-1 მოქალაქე არ შეუშვეს ქვეყანაში, ხოლო მალტამ და პორტუგალიამ - 2-2.

კომენტარები