საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟიში "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას" აანონსებს. მისი თქმით, შეხვედრა კონგრესების სასახლის მთავარ დარბაზში, 17:00-ზე დაიწყება და მას "ათასობით ქართველი" დაესწრება.
"ლიეჟი ძალიან ახლოს არის ბევრი წერტილიდან ევროპაში. ქართველი ხალხი და მთელ მსოფლიოში მიბნეული ქართველობა არ შეარჩენს ივანიშვილს ჩვენი სამშობლოს მიტაცებას. ეს იქნება შეხვედრა, სადაც გამოჩნდება ძალიან ბევრი ახალი სახელი და იდეა. დაისახება კონკრეტული გაწერილი გეგმა, საათების მიხედვით საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის. ლაპარაკის დრო დასრულდა, ახლა საჭიროა მოქმედება" - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.





