კოპა ამერიკა 2019

2019 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგად, 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრები 3 ჯგუფში გადანაწილდა.

სამხრეთ ამერიკის 46-ე ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს. ტურნირი 14 ივნისს, ბრაზილიასა და ბოლივიას მატჩით გაიხსნება და 7 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკაზე იაპონიისა და ყატარის ნაკრებებიც იასპარეზებენ. იაპონელებმა ტურნირში 1999 წელსაც მიიღეს მონაწილეობა, ხოლო ყატარის ნაკრები კი, პირველად ითამაშებს.

A ჯგუფი: ბრაზილია, ბოლივია, ვენესუელა, პერუ

B ჯგუფი: არგენტინა, კოლუმბია, პარაგვაი, ყატარი

C ჯგუფი: ურუგვაი, ეკვადორი, იაპონია, ჩილე

კომენტარები