ემილიანო სალას ხმოვანი შეტყობინება

ემილიანო სალას ბოლო ხმოვანი შეტყობინება თვითმფრინავიდან

გუშინ, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი, რომლითაც არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა მგზავრობდა, რადარებიდან გაქრა. არგენტინულმა გამოცემამ ემილიანო სალას ხმოვანი შეტყობინება გაავრცელა, სადაც ის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე საუბრობს.

"ახლა თვითმფრინავში ვართ, რომელიც, როგორც ჩანს ჩამოვარდება. თუ ჩემგან საათნახევრის განმავლობაში ვერაფერს გაიგებთ, არ ვიცი ვინმეს გამოგზავნიან თუ არა, რომ მიპოვნონ. ჩვენს პოვნას ვერ შეძლებენ. მამა, ძალიან მეშინია", - ამბობს სალა შეტყობინებაში, რომელიც WhatsApp-ით მეგობარს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში, უელსური კლუბისთვის რეკორდულ თანხად გადავიდა. არგენტინელი ფეხბურთელი სწორედ საფრანგეთიდან უელსში მიემგზავრებოდა, რა დროსაც თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

კომენტარები