ჯეკ შეფერდი

BBC: მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი მარტიდან საქართველოში იმალება

BBC

BBC-ის ცნობით, კაცი, რომელმაც 2015 წელს ლონდონში, მდინარე ტემზაში ნავების ავარიის დროს ქალი მოკლა, მარტიდან საქართველოში იმალება. 

ჯეკ შეფერდი 2018 წლის ივლისში შარლოტ ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს. 

BBC-ის წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეფერდის თბილისში ყოფნის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს, ამასთან, არ არის ნიშნები, რომ მან საქართველო დატოვა. 

დაღუპული ქალის ოჯახი გეგმავს შეხვდეს შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯიდ ჯავიდს, რათა მიიღონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა გაკეთდა შეფერდის გამტყუნების შემდეგ. ოჯახი ითხოვს, დამნაშავემ პასუხი აგოს. 

2018 წლის 26 იანვარს შეფერდი გირაოთი გათავისუფლდა. სწორედ მას შემდეგ დატოვა მან ინგლისი. 

საქართველოს შინაგან საქ​მეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ საქმეზე ბრიტანელ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ. 

უწყების ცნობით, შეფერდის იდენტიფიცირების შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება.

"ქართველ და ინგლისელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რათა მოხდეს აღნიშნული პირის საქართველოში იდენტიფიცირება და შემდგომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება“, – უთხრეს ტაბულას შსს-ში.

კომენტარები