დათუნაშვილი: გეგეშიძეს იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ დაპირსპირების საქმეზე ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილს კითხავენ. მისი დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მომსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს. დათუნაშვილის ამბობს, რომ მას ფიზიკურად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგშიძე დაუპირისპირდა და მის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. 

"ჩემი სიმართლე ის არის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი მოქმედებს ძალიან აგრესიულად, ხელკეტით. ეს არის ჩემი სიმართლე და უნდა გადადგეს თანამდებობიდან... უბრალოდ ამდენი ვაჟკაცობაც არ ყოფნის, რომ სიმართლე თქვას" - ამბობს დათუნაშვილი. 

11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა

თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო შაბათის კურიერმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს.

ზურა დათუნაშვილი გეგეშიძის შესახებ წინა დღეებშიც საუბრობდა. მოჭიდავე ამბობდა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მას რკინის ბლაგვი საგანი თავში ორჯერ ჩაარტყა. გავრცელებულ განცხადებაში დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე, კლანურ მმართველობასა და კორუფციაზეც ამახვილებდა ყურადღებას. 

თავად გეგეშიძე ამბობს, - "რომ გითხრათ, ჩხუბი იყო, არა, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არავის დაუნახავს და პირადად, მეც არ დამინახავს".

11 იანვარს ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი ხვდებოდნენ. დაპირისპირება, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყა. ჩხუბში სპორტსმენები და ფედერაციის წარმოამდგენლები ჩაერთნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 11 იანვრის ჩხუბს 126-ე, ძალადობის, მუხლით იძიებენ, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და მათ სასამართლო წესით გამოკითხავენ, რადგან პოლიციისთვის ნებაყოფლობით ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვეს.

გეგა გეგეშიძის მიმართ ეს პირველი პრეტენზია არ არის. ამასთან, მისი სახელი დაკავშირებულია 2016 წლის 22 მაისს შუალედური არჩევნებისას სოფელ კორცხელში მომხდარ ძალადობასთან, როდესაც ოპოზიციის წევრებს სცემეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ სწორედ ის ახდენდა სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" წევრების რეკრუტირებას. გეგეშიძე შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. კორცხელის ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე.

კომენტარები