Buyers

როგორ მოვუაროთ სახის კანს დღესასწაულების შემდეგ, ცივ სეზონზე

შობა-ახალი წლების აღნიშვნის მერე, ძალზედ რთულია, რუტინას დაუბრუნდე, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც დღესასწაული ორი კვირა გრძელდება. ამავდროულად, კვლევების თანახმად, იანვარი ყველაზე დეპრესიული და ცივი თვეა.

თუ გსურთ, რომ გამქრალი მოტივაცია და ცუდი ხასიათი თქვენს გარეგნობაზე არ აისახოს, ამისთვის სახის კანის სათანადო მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორ გადავიტანოთ ცივი და უმზეო თვეები ჯანსაღი და დასვენებული კანით? ამაში სახის კანის მოვლის ეს ეფექტური და ხელმისაწვდომი ხუთი საშუალება დაგეხმარებათ: 
 

დილის პროცედურა:

სახის გამწმენდი

Mario Badescu-ს წყალმცენარეების ექსტრაქტით დამზადებული სახის ყველანაირი ტიპის კანისთვისაა. ამ პროდუქტის ნახვა აქ შეგიძლიათ.


ფოტო: buyers.ge
ტონერი

ტონერის მეშვეობით კანი B ვიტამინს იღებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კანისთვის სწორი დამატენიანებელი აარჩიოთ. Mario Badescu მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. მაგალითად, ეს ტონერი ალოე ვერას ექსტრაქტით მშრალი და მგრძნობიარე კანისთვისაა.


ფოტო: buyers.ge
შრატი

Mario Badescu-ს დამატენიანებელი შრატი კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის იდეალურია ზამთრის დღეებში.


ფოტო: buyers.ge

თვალის კრემი

დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ თვალის კრემის ხმარება 20 წლის ასაკიდან დავიწყოთ.  Mario Badescu-ს ეს ჰიალურონის თვალის კრემი ყველანაირი ტიპის კანისთვისაა.


ფოტო: buyers.ge

დამატენიანებელი

დამატანიანებელი ყველა ტიპის სახის კანს სჭირდება. Mario Badescu-ს დამატენიანებელი კრემი ალოე ვერას ექსტრაქტით (SPF 15) თქვენს კანს გამოაცოცხლებს.

სახის კანის მოვლა, ცხადია, მხოლოდ დილის პროცედურებით არ შემოიფარგლება. მომდევნო სტატიაში ღამის პროცედურასაც შემოგთავაზებთ.

კომენტარები