ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში

სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით, დღეს, ბრიუსელში გაემგზავრება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით დღეს, 21 იანვარს ბრიუსელში გაემგზავრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილის შეხვედრები დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანინთან. ასევე ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრს დასრულდება.

კომენტარები