საბერძნეთი-მაკედონია

მაკედონიის სახელის გამო საბერძნეთში საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დაშავდა

The New York Times

ათენში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. 

პოლიციამ მომიტინგეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პროტესტი საბერძნეთისა და მაკედონიას შორის შეთანხმებამ განაპირობა მაკედონიის ბერძნულ სახელწოდებასთან დაკავშირებით. 

საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 60 000 ადამიანი გამოვიდა, თუმცა, ორგანიზატორები მიტინგზე 600 000 ადამიანს ელოდებოდნენ. გამოსვლებში ათობით მართლმადიდებელი მღვდელიც მონაწილეობდა. 


ფოტო: BBC

შეთანხმება საბოლოოდ დამტკიცებული ჯერაც არ არის, თუმცა, ის გულისხმობს, რომ საბერძნეთი თავის ჩრდილოელ მეზობელს მოიხსენიებს, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას. 

ბერძნებისთვის სწორედ ეს სახელია მიუღებელი. ისინი ფიქ​რობენ, რომ მას შემდეგ, რაც ამ სახელს აღიარებენ, მაკედონიას ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციაზეც ენება პრეტენზია. თუმცა, მაკედონია ამ განზრახვას უარყოფს. 

მაკედონიის სახელზე ორ ყქქვეყანას შორის უთანხმოება 1991 წლიდან გრძელდება, მას შემდეგ, რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. გასული წლის ივნისში კი პრემიერმინისტრმა ალექ​სის ციპრასმა და მისმა მაკედონიელმა კოლეგამ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებას მაშინაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 

კომენტარები