აშშ

ტრამპმა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გაახმოვანა, ის დემოკრატებისთვის მიუღებელია 

The New York Times

დონალდ ტრამპმა დემოკრატებს მთავრობის დახურვის დასრულების და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზება ზოგიერთი დოკუმენტის არმქ​ონე იმიგრანტების (DACA -ს და TPS-ის ბენეფიციარების) დეპორტაციისგან 3 წლით დაცვას გულისხმობს მექ​სიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო 5,7$ მილიარდის ნაცვლად. 

DACA -ს და TPS- აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკაა, რომლებიც ითვალისწინებს როგორც არასრულწლოვანი არალეგალების, ასევე სხვა ემიგრანტების დაცვას. 

დონალდ ტრამპმა ამაზე შაბათს, 19 იანვრის საღამოს ისაუბრა, როდესაც ამერიკელ ხალხს თეთრი სახლიდან მიმართა. როგორც თავად თქ​ვა, ეს მისი მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯია. ​

დემოკრატებმა უკვე უარყვეს ტრამპის ეს წინადადება, რომელიც 800 000 000 დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას და ამდენივე დოლარის ნარკოტიკის აღმომჩენი ტექ​ნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. მათ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდეს, მთავრობა იქ​ამდე გახსნას, ვიდრე იმიგრაციაზე მოლაპარაკებები დაიწყება. 

აშშ-ში მთავრობა უკვე 30 დღეა, ნაწილობრივ დახურულია. მიზეზი ის არის, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს, ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. შედეგად ფედერალურ სტრუქტურებში დასაქმებული 800,000-მდე ადამიანი უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია.

კონგრესის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი ფელოსიმ ტრამპის წინადადებაზე თქ​ვა, რომ ეს არის "წარსულში მრავალჯერ გაკეთებული შეთავაზებების ნაკრები, რომლის თითოეული კომპონენტი მიუღებელია და მთლიანობაში არ წარმოადგენს ხალხის ღირსების აღდგენის ეეთილსინდისიერ მცდელობას".

სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა თ​​ქ​ვა, რომ პრეზიდენტს რეალურად არც ჰქ​ონია რამე შეთავაზება. 

"ეს ის პრეზიდენტია, რომელმაც ერთპიროვნლად წაართვა დაცვა DACA -ს და TPS-ის ბენეფიციარებს. ახლა ძველი უფლებების აღდგენის შეთავაზება კედლის სანაცვლოდ არა თუ კომპრომისი, არამედ ტყვეების აყვანაა", - თქ​ვა მან.

კომენტარები