ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთერთი შპს-ს მენეჯერმა "უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე კომპანიის ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სპეცტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 4 400 ლარი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საგამოძიებო: კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ
