ვითარება საავტომობილო გზებზე

თოვის და ლიპყინულის გამო ზოგიერთ რეგიონში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით თოვის, ლიპყინული და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა:

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი  სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან  ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით. 

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე  კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები