აფეთქება დიდ დიღომში

სააკაშვილი აფეთქებაზე: ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის

ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას...
დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის...
ამავე დროს, ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის,ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, ყაზტრანსგაზის, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ...
სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ.
საჭიროა ეს მძიმე ვითარება, სასწრაფოდ დასრულდეს!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კომენტარები