აფეთქება დიდ დიღომში

ყაზტრანსგაზ-თბილისი: ოფიციალურ განცხადებას დეტალების დაზუსტების შემდეგ გავაკეთებთ

ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებით, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება" - აცხადებს ყაზტრანსგაზ-თბილისი და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებლის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიდი დიღმის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან ყაზტრანსგაზის თანამშრომლები. 

კომენტარები