დიზაინერმა, ყოფილმა მოდელმა და თბილისის მერის ცოლმა, ანუკი არეშიძემ, რუსულენოვან Vogue-ს საკუთარი ჩანთა დაათვალიერა. არეშიძემ ჟურნალთან ის ნივთები განიხილა, რომელსაც ყოველთვის თან ატარებს.
ვიდეოში ანუკი არეშიძე ამბობს, რომ 3 მობილურს ატარებს. მისი თქმით, ერთი სამსახურისთვის და მნიშვნელოვანი იმეილებისთვისაა, მეორე ოჯახისთვის და ფოტოებისთვის, მესამე კი - მეგობრებისთვის.
მობილურების გარდა, არეშიძის ჩანთაში უცვლელ ადგილს მისი ფოტოაპარატი იკავებს. ასევე, მის ჩანთაშია სახის და ხელის კრემები, წამწამების ტუში შანელისგან, მაკის ტუჩსაცხი, ბლოკნოტი, ბარათების ჩასადები, სარკე და ა.შ.
ანუკი არეშიძე
სამსახურისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის - ანუკი არეშიძე 3 მობილურს ატარებს

Vogue




