სელენა გომესი

სელენა გომესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

სელენა გომესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ამერიკელმა მომღერალმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა, სადაც 2018 წელი განიხილა.

"დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ჩემი ხმა გაიგონეთ. მე მსურს ყველას ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ და მადლობა გადაგიხადოთ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. გასული წელი იყო საკუთარი თავის ამოცნობის, გაზრდისა და გამოწვევების წელი. ეს ის გამოწვევებია, რომლებიც გვნახავს ვინ ვართ სინამდვილეში და რისი უნარები გაქვს. მენდეთ, ეს არ არის მარტივი, თუმცა ამაყი ვარ იმ ადამიანით, როგორიც ვხდება და მოუთმენლად ველოდები 2019 წელს. მიყვარხართ ყველა", - დაწერა სელენა გომესმა.

სელენა გომესი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ოქტომბერში მოხვდა, მას შემდეგ რაც ემოციური აშლილობის გამო საავადმყოფოში მოხვედრა ორი კვირის განმავლობაში ორჯერ მოუწია. მომღერალმა ცენტრი დეკემბერში დატოვა.

26 წლის სელენა გომესს მჭამელას დაავადება აქვს.

კომენტარები