Instagram-ზე კვერცხმა კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა.
დღემდე ინსტაგრამზე ყველაზე მეტი, 18 მილიონი მოწონება კაილი ჯენერის ერთ-ერთ სურათს ჰქონდა, სადაც ის შვილთან ერთად არის.
თუმცა, 4 იანვარს ინსტრაგრამზე უცნობმა ჯგუფმა შექმნა პროფილი @world_record_egg, რომელზეც კვერცხის ერთი ფოტოა განთავსებული.
კვერცხის პროფილის შექმნის მიზანი, კაილი ჯენერის რეკორდის მოხსნა იყო, რაც უკვე შესრულებელია - კვერცხს 23 მილიონი მოწონება აქვს და ის დღეს ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული სურათია.