TV პირველის დამფუძნებელი: მე არ უნდა დავებარებინე დაკითხვაზე? სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ

მთელი დღეა, მიზანმინართულად არ დავწერე არაფერი TBC ბანკის ამბავზე. ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძაან სასაცილოდ, ძაან ანეგდოტურად - პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს, გამოძიება მიდისო, დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო.

რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე. აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე. თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ.

ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ... ნუ, მინიმუმ ყავაზე მაინც. სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული

წერს Facebook-ზე ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი TBC ბანკში დაწყებული გამოძიების შესახებ.

კომენტარები