თბილისის ქუჩები, რომლებსაც 9 იანვარს ელექტრომომარაგების მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

9 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე ქუჩას დროებით შეეზღუდება.

"თელასი" ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნაძალადევის რაიონი

  • 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

  • 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და კალანდაძის  ქუჩების მაცხოვრებლებს.
  • 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მზია ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, დგებუაძის და გვარამიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.
  • 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო და ზემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, გოთუას, გაგარინის, შარტავას, დარასელიას, არშბას, ლვოვის, ონიაშვილის, ზოვრეთის, ოდესის, ისაკაძის, ანაგის, თაბუკაშვილის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის და ოჩამჩირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

  • 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

  • 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, გოგჩას, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

  • 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ახალი არსენალის პირველი და მეორე ქუჩების,რეხის მეორე, ბოდავის მეორე, ასპინძის მეორე, ლამის მესამე, ახუთის, არგვეთის, რეხის, ქურდიანის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, ქვალონის, თვალჭრელიძის, გაბისკირიას, ზუგდიდის, დიღომბარის, პეტრე ბაგრატიონის, სტურუას, მახათას, მანგლისის, მახალდიანის, კელაპტრიშვილის, რაულს ეშბას, ალექსანდრე ყანჩელის, სალიების, ტერენტი გრანელის, ჩეჩელაშვილის, ტყეშელაშვილის და ბიჩინაშვილის მაცხოვრებლებს.

კომენტარები