ძლიერი ქარი ბათუმში

ბათუმში ძლიერი ქარის დროს სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირი გარდაიცვალა

batumelebi.netgazeti.ge

ბათუმში ძლიერი ქალის დროს დაშავებული 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. 

მამაკაცი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილს თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა. 

ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული მეორე პირის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

გუშინ, 4 იანვარს ბათუმში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად კორპუსის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები