საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

emm-a-man.com

საქართველოში H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 8-ს მიაღწია. აქედან შემთხვევა აჭარაში მოხდა.

რამდენიმე საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა, ზოგიერთში კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

"ერთი გახლდათ ორსული ქალბატონი საკეისრო კვეთის შემდეგ, ერთი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ორმხრივი ფილტვების ანთება ჰქონდა გართულებული. დანარჩენ შემთხვევებში გრიპმა გაართულა არსებული მძიმე ფონური ქრონიკული დაავადება. ყველა შემთხვევაში ფიქსირდება ძალიან გვიან მიმართვა სამედიცინო დაწესებულებებისადმი", - ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას 130-მდე პაციენტი გადის და მათ შორის უმეტესობა ბავშვია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილ ოთხ ადამიანს მძიმედ მიმდინარე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და რისკჯგუფში იყვნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს ​გრიპის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

კომენტარები