რეჯებ ჟორდანია ოთარ ზურაბიშვილს: აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას, ნოე ჟორდანიას ამოშლა გსურთ

akhalitaoba.ge

"ჩვენი ემიგრაციული ისტორიის გათვალისწიებით, ჩემთვის სასაცილოა, რომ პირველი ქართული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის შემდეგ, ზურაბიშვილები ასე მტრულად არიან განწყობილი პირადად ჩემს, ჩემი დისშვილების, და ნოე ჟორდანიას ყველა შთამომავლის მიმართ!- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილმა, რეჯებ ჟორდანიამ საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტს ოთარ ზურაბიშვილს მიმართა

97 წლის რეჯებ ჟორდანიამ facebook-ზე ღია წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა.

მან და-ძმა ზურაბიშვილები ნოე ჟორდანიასა და იმ პირების ღვაწლის უგულებელყოფაში დაადანაშაულა, რომლებმაც პირველი ქართული რესპუბლიკა შექმნეს. 

"რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამ იდიოტიზმის ატანას! ამიტომაც, 2018 წლის მაისში საქართველოში ყოფნისას მე დავურეკე შენს დას, სალომეს, რომ აღმენიშნა მისი საქმიანობა საქართველოში და ყველაფერი ის რასაც იგი ქვეყნისთვის აკეთებს. ზუსტად მაგ დროსვე აღმოვჩნდით მე და შენ ერთად ერთერთ შეხვედრაზე, სადაც მე შენთან მოვედი ხელის ჩამოსართმევად.

თქვენი ორივეს რეაქცია საოცრად კომიკური იყო! მან კი მიპასუხა, მაგრამ ისე ცივად მესაუბრა ტელეფონზე, აისბერგსაც შეშურდებოდა. ხოლო შენ კი, წამიერად ჩამომართვი ხელი და სასწრაფოდ ამარიდე თვალი, თითქოს ჩემი დანახვა საშინლად აუტანელი იყო, თანაც არა როგორც რეჯების, არამედ როგორც ნოეს შვილის! ყველა ჩვენი შეხვედრისას, იქნებოდა ეს თბილისში თუ პარიზში, შენ მუდამ ცდილობდი თავი აგერიდებინა ჩემთან ნებისმიერი კონტაქტისგან.

ხვდები ამ სიტუაციის იდიოტურობას დამოუკიდებლობის მეასე წლისთავზე?

გაითვალისწინე, რომ შენ ხარ საფრანგეთში ქართული ასოციაციის პრეზიდენტი, შენ არ შეგიძლია იმოქმედო შენი პოლიტიკური შეხედულებების მიხედით. მოგწონს თუ არა, შენ საფრანგეთში მცხოვრები ყველა ქართველის პრეზიდენტი ხარ, მიუხედავად მათი შეხედულებებისა. მაისსა და ივნისში, დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს, შენ საერთოდ უგულებელყავი იმ ხალხის დამსახურება ვინც შექმნა პირველი რესპუბლიკა. არც ერთ შენს ბევრ გამოსვლაში მე არ გამიგია არც ერთი იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელი, თითქოს პირველი რესპუბლიკა თავისით შეიქმნა! ყველა შენს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმართული იყო ამ ხალხის ღვაწლისა და ისტორიული ფაქტების დამცირებაზე.

იგივე ითქმის შენს დაზე, სალომეზე, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტი გახდა. მე მას, რა თქმა უნდა, მივულოცე. ცხადია საქართველოს პრეზიდენტი ქალი, ძალიან მნიშვნელოვანია! არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ამ გამარჯვებაში გარკვეული როლი ითამაშა პრეზიდენტის შემცირებულმა უფლებებმა და ივანიშვილის დაპირებამ, რომ საქართველოს 600 ათასს მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერს.

ყველამ ვნახეთ, მის ინაუგურაციისას წარმოთქმულ სიტყვაში, სალომე დაგვპირდა, რომ გააერთიანებს ქართველებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. მან მოიხსენია ქართველი მეფეები და საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი! მან მხოლოდ შექებით მოიხსენია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, თითქოს ეს დოკუმეპნტი სპონტანურად, თავისით შეიქმნა! როგორც ჩანს, შენ და შენი და აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას - ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები, მოიუხედავად იმისა რომ ისინი დასავლეთში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქნელებად მიიჩნევიან. ეს კი აჩვენებს, რომ არ არის საჭირო იყო დეკლარილებული საბჭოთა კომუნისტი, რომ მსგავსი აზროვნებით იცხოვრო", - ვკითხულობთ წერილში. 

 

კომენტარები