ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლის ავტორი ივან რაკიტიჩია (VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლის ავტორად კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი დასახელდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.

რაკიტიჩმა ეფექტური გოლი ლონდონის ტოტენჰემთან მატჩში (4:2) გაიტანა. ხორვატმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

რაკიტიჩის კონკურენტები მაურო იკარდი (გოლი ტოტენჰემის კარში), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედის კარში) და უსმან დემბელე (ტოტენჰემის კარში) იყვნენ.

კომენტარები