ამერიკელი ჟურნალისტი და კომენტატორი ბრი ფეიტონი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი H1N1-ს ვირუსმა და მენინგიტმა იმსხვერპლა.
მედიის ცნობით, ფეიტონი მეგობარმა კონგრესმენმა იპოვა და სასწრაფოში დარეკა. ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფეიტონი Fox News-ის, BBC-ისა და CNN-ის ეთერში რამდენჯერმე გამოჩნდა. ის გამოცემა The Federalist-ის ჟურნალისტი იყო.
"ყველას ცხოვრებაში ანათებდა, ვინც მის გარშემო იყო"- ასე ახასიათებენ ფეიტონს კოლეგები.