სარაკეტო თავდასხმა

ისრაელმა სირიაში ჰეზბოლას და ირანის იარაღის საწყობები დაბომბა

Reuters

გავრცელებული ინფორმაციით ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის მიხედვით სამიზნეს ჰეზბოლას და ირანული ძალების იარაღის საწყობები წარმოადგენდა.

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით სარაკეტო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილის ჩამოგდება შეძლო.

დაშავდა 3 სამხედრო. დაღუპულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება გამოაცხადა, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი შეისწავლის ამ გადაწყვეტილებას და საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

 

კომენტარები