სააკაშვილი: ემიგრანტების აზვირთებულმა ტალღებმა საქართველომდე უნდა მიაღწიოს

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტების ფეისბუქ კამპანიას "ერთად სახლში"-ს შეუერთდა. მან ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ემიგრანტებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. 

"მე ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ქართველებს, ზოგს ტაქსში, ზოგს მაღაზიაში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში. ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ თავისი გადარიცხვებით რეალურად ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელიც არის საქართველოში , იმიტომ რომ საქართველოში სხვა ეკონომიკა პრაქტიკულად უკვე გააჩანაგა ივანიშვილმა. არადა ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქედან. ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ სადაც ხახვი კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.  ქართველებთან, რომლებიც უცხოეთშია, რომელმაც იცის შრომის ფასი, იქ მათ ვერ წვდებათ ივანიშვილის მოსყიდვა და ივანიშვილის მეთოდები იქ არ ჭრის. ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება, ყველას უნდა თავისი შვილები იქ გაზარდოს, ყველას უნდა თავის შვილებს დაუბრუნდეს და არაფერი არ ჰქონდეს გასაქცევი არსად. ახლა ჯგუფმა ქართველი პატრიოტების მომმართა და მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში, ეს არის ძალიან მაგარი იდეა, ჩვენ დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე და საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, წამოვალ არაფრის არ მეშინია ბოლომდე გავალთ. ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ერთად სახლში. მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს სადაც არიან ქართველები, თითოეულ თქვენგანს ჩავხედავ თვალებში და წავიდეთ სამშობლიოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად. საქართველო იმსახურებს ბევრად უკეთეს რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ გვქონდეს მაგარი სამშობლო. და ჩვენ აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო, ერთად სახლში. "- ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვასი. 

კომენტარები