თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო ყოვლადსამღვდელოება, სულიერო შვილებო. პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას. ეს ლოცვა-კურთხევა ღვთის თანმდევი იყო მუდამ, სადაც კი ვიყავი. წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშ არის. ღმერთი აკისრებს ჯვარს. იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია. თქვენ სიყვარული რომ არყოფილიყო, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება და მადლობა ღმერთს
tbl.ge/3dgv
დაკოპირდა

კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა. პატრიქრქმა სვეტიცხოველში შეკრებილ ხალხს მიმართა. პატრიარქის ქადაგებას პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
- რუსეთის პატრიარქმა კირილმა პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა
- ილია მეორე ლეო XIV-ს პაპად არჩევას ულოცავს
- ილია II: ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია
- ჯაღმაიძე: პატრიარქს გადადგომის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები




