ჭაჭა

The Guardian-მა ჭაჭა ზამთრის საუკეთესო 10 გამათბობელ სასმელს შორის დაასახელა

4u.ge

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საშობაოდ "საუკეთესო გამათბობელი ალკოჰოლური სასმელები" დაასახელა და სიის სათავეში ქართული ჭაჭა მოხვდა. 

სტატიაში ახსნილია ჭაჭის მომზადების წესი და ინგრედიენტები. ასევე, "Shobas Gilotsavt" და "Gaumarjos! " წერია სტატიაში ქართულ ენაზე, ლათინური შრიფტით. 

"ეწვიეთ ქართულ სოფელს, სადაც ჭაჭას ყველა ოჯახი ამზადებს და თქვენ აუცილებლად გაიძულებენ 1 ან 3 ჭიქა ჭაჭის დალევას",- წერია სტატიაში. 

მედია აღნიშნავს, რომ დღეს თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით სახლის პირობებში გამოხდილ ჭაჭას და რეკომენდაციას სოლოლაკში მდებარე Chacha Time-ს უწევს. 

"თუ ჭაჭას გასინჯავთ, თქვენ აუცილებლად მიხვდებით, თუ რატომ უყვართ ჭაჭის დალევა ქართველებს ზამთრის ცივ საღამოებში"- წერს ავტორი. 

ჭაჭასთან ერთად ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის მოხვდა პოლონური ცხელი ლუდი - grzane piwo, ავსტრიული Jägertee , შვედური სასმელი mumma, დანიის ცხელი სასმელი წითელი ღვინო - Gløgg, ბერძნული არაყი თაფლით - ρακόμελο. ასევე, Cola de mono- ჩილედან. იაპონური პირაზეკე, ირლანდიური Jólaglögg და ისლანდიური იულაგლუგსა

ავტორი რჩევებსაც გვაძლევს, თუ სად შეიძლება გავსინჯოთ ეს 10 სასმელი. 

კომენტარები