დიდი ბრიტანეთი

პრინცესა ლუიზას გარდაცვალების შემდეგ სიგარეტის ვალი დარჩა გადასახდელი

HULTON DEUTSCH

BBC-ის ცნობით, დედოფალი ვიქტორიას მე-6 შვილს, პრინცესა ლუიზას, გარდაცვალების შემდეგ თამბაქოს ერთერთი მაღაზიის ვალი დარჩა, 15 შილინგის ოდენობით.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივების ხელახლა გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი. 

პრინცესა ლუიზა 1939 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, რომ კომპანიისთვის R Lewis Limited სიგარეტის ფულის გადახდა ვერ მოასწრო. 

ისტორიკოსები გააოცა იმ ფაქტმა, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა, რადგან როგორც წესი, პირადი დოკუმენტები გასაიდუმლოებულია. 

პრინცესა ლუიზა დედოფალი ვიქტორიასა და პრინც ალბერტის მე-6 შვილი და მე-4 ქალიშვილია. ის ცხოვრების არაორდინალური წესით გამოირჩეოდა. 

კომენტარები