ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

BLOOMBERG: კადაფის ვაჟმა პუტინს წერილი გაუგზავნა და ფინანსური მხარდაჭერა სთხოვა

ИноСМИ

ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის, 46 წლის ვაჟმა, საიფ ალ-ისლამმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, და რუსეთის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი მოსკოვში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წერილში კადაფის ვაჟი ყვება, როგორს ხედავს ლიბიის მომავალს და ამასთან, პოლიტიკურ მხარდაჭერას ითხოვს. საიფ ალ-ისლამი თვლის, რომ მოსკოვი მას ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ლიბიის სხვა ძალაუფლების ცენტრებთან მოლაპარაკებებში მისი შუამავალი იქნება. Bloomberg-ი წწერს, რომ უმცროსმა კადაფმა, შესაძლოა, ლიბიის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი. 

კადაფის ვაჟმა პუტინს წერილი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის, საშუალებით გადასცა. როდესაც 2017 წელს საპატიმროდან გაათავისუფლეს, ალ-ისლამი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიდეო ზარების საშუალებით ეკონტაქტებოდა. 

რუსულენოვანი მედია Meduza წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობენ. 

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ლიბიის პრეზიდენტობის კანდიდატებს მანამდეც ხვდებოდნენ. სხვადასხვა დროს მოსკოვში იმყოფებოდნენ ლიბიის ეროვნული ჯარის ხელმძღვანელი ხალიფ ჰაფთარი, ეროვნული გაერთიანების მეთაური ფაიეზ ალ-სარაჯი და ა.შ. 

Bloomberg-ის მოსკოველი წყარო ამბობს, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს ლიბიის არჩევნებში. 

კომენტარები