ხორავას ქუჩის საქმე

გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე: უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე

დიახ, ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ [ევროპულმა საქართველომ] კომისიის მუშაობის ფარგლებში, ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე შედეგი, თუ ვერა.

ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებული ადამიანის, ეს იყო თქვენი მანდატი.

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული, ერთი, და თუ იქონია ამან საბოლოო შედეგზე გავლენა და აქედან გამომდინარე, მეც მზად ვარ, ერთმნიშვნელოვნად, როგორც კი, და ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე, როგორც თქვენ, თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა მოხელეების მხრიდან სამოხელეო გადაცდომა იყო, თუ არა და კომისიამ ეს, ფაქტობრივად, ვერ დაადასტურა, სამწუხაროდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს.

კომენტარები