სომხეთში არის ადგილობრივი ოლიგარქი ცარუკიანი, არის ერთი კარუპეტიანი სომხეთის "მაყურებელი" მოსკოვში, მას აქვს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი. პუტინს კარაპეტიანზე აქვს დავალებული სომხეთში სიტუაციის მოგვარება და ამ კარაპეტიანმა გაუშვა ხელიდან სიტუაცია იმ გაგებით, რომ სომხეთში ხალხი გაერთიანდა, გამოვიდა და ნიკოლა პაშინიანმა, რომელიც ბევრ რაღაცას სწავლობდა ჩემი მოქმედებიდან, საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს და უკრაინაში ჩვენი მოძრაობის დროს, თვითონაც არ მალავს ამას, მან გამოგლიჯა ოლიგარქებს ძალაუფლება და დაუბრუნა სომეხ ხალხს.
ბევრმა ქართველმა შეიზლება თქვას, რომ რას გვადარებს სომხეთს, ჩვენ ხო სომხები არ ვართ. ჩვენ სომხები მართლაც არ ვართ, ჩვენ დღეს ვგავართ კადიროვის ჩეჩნეთს. ივანიშვილი არ აშენებს სომხეთს, ივანიშვილი აშენებს საქართველოში კადიროვის ჩეჩნეთს, სადაც იქნება ფული და ძალადობა.





