სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ოჯახის ექიმს.

ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონის დადგომისთავავე დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების რიცხვმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადების დიდი ნაწილი, სწორედ, გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მიერაა გამოძახებული.

"იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა.

შესაბამისად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი", - წერია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები